11:26 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 15:36:09, 1481 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ განიხილება

პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის განმარტებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განიხილება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა,  2019-2020 წლებისთვის კონკრეტული საბიუჯეტო რესურსია გამოყოფილი, რომლითაც კონკრეტული მიზნები უნდა განხორციელდეს.

 „რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე კომენტარი და კიდევ გავაკეთებ. ამ ეტაპზე არ იგეგმება არაფერი, მაგრამ გავიმეორებ, რაც არა ერთხელ დავაფიქსირე. 2019-2020 წლებში ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსი, რათა მივაღწიოთ ყველა მიზანს, რომელიც შევპირდით საზოგადოებას. ბუნებრივია, ამ მიზნების მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა უწყება, ყველა სამინისტრო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდეს. შესაბამისად, სიჩქარესა და ტემპებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რა თქმა უნდა, რომელიმე უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნებისა და ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში როგორც 2019, ასევე 2010 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
სექტემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი დაფიქსირდა
თბილისის მერია შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics