|
2019-05-02 18:36:27, 2021 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი გახარიას - თქვენი ხელისუფლების სახით, რუსეთს ან სასარგებლო იდიოტები ჰყავს მოკავშირეებად, ან საიმედო პარტნიორები
„სერიოზული შიში გამიჩნდა, რომ თქვენი სახით, ზოგადად თქვენი ხელისუფლების სახით, რუსეთს ან სასარგებლო იდიოტები ჰყავს მოკავშირეებად საქართველოში, ან ძალიან საიმედო საყრდენი პარტნიორები“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სამადაშილმა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თავად ქმნის კრიზისულ მდგომარეობას, რათა შემდეგ გიორგი გახარიამ ვითარება განმუხტოს და საზოგადოებას „ცხენზე ამხედრებული რაინდის სახით მოევლინოს“. „თქვენი კარიერის შემადგენელი ნაწილი როგორც ჩანს არის შემდგომი სვლის გაკეთება, შეიქმნას კრიზისი, ეს კრიზისი შექმნათ თქვენ, თქვენს დაქვემდებარებში მყოფმა ადამიანებმა, შემდეგ ეს კრიზისი განმუხტოთ და მოევლინოთ ქართულ საზოგადოებას ცხენზე ამხედრებული რაინდის სახით, სტაბილურობის გარანტად. როგორც ჩანს ესე ესახება თქვენს პოლიტიკურ პატრონს, ბატონ ბიძინა ივანიშილს თქვენი გზა პრემიერ-მინისტრობისკენ. დღეს როდესაც გისმენდით ამ დარბაზში, უკვე არა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, არამედ ადამიანს, რომელმაც გადაიბარა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და იმის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს ჩვენს სახელმწიფოში, ძალიან სერიოზული შიში გამიჩნდა, რომ თქვენი სახით, ზოგადად თქვენი ხელისუფლების სახით, რუსეთს ან სასარგებლო იდიოტები ჰყავს მოკავშირეებად საქართველოში, ან ძალიან საიმედო საყრდენი პარტნიორები, იმიტომ რომ ქვეყანა იწვის ცეცხლის ალში, მიმოიხედეთ გარშემო, რა ხდება დავით გარეჯში, გაიხედეთ რა მოხდა პანკისის ხეობაში და დაუკვირდით განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ ქვეყნის მთავარსარდალი, თქვენი პრეზიდენტი და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი. ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელისუფლება გვესაუბრება რუსეთის პროპაგანდის გზავნილებით და ამ დროს თქვენ მოდიხართ პარლამენტში, მთელ დღეს ატარებთ ისე, რომ ვერც ერთ შეკითხვას პასუხს ვერ სცემთ, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და უშიშროებას. უხერხულია იმის გაცხადება, რომ ესა თუ ის საკითხი თქვენს კომპეტენციაში არ შედის ბატონო მინისტრო, იმიტომ რომ დღეს ყველა საკითხი რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას, ოკუპაციის ხაზთან არსებულ გამოწვევებს, რომლებზეც დღეს თქვენ საერთოდ არ გისაუბრიათ. ახალ რანგშიც ბევრჯერ მოგიწევთ პარლამენტში მოსვლა, თუმცა იმედია მომზადებული პასუხებით მოხვალთ მომავალში“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)