11:26 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 17:00:13, 1323 ნახვა

პოლიტიკა
გახარია პანკისის მოვლენებზე - კითხვაზე, როგორ ვაპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას, გპასუხობთ, დაგვაკვირდით და ნახავთ!

 „რაც შეეხება პროვოკაციულ შეკითხვებს, „როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას?“, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ როგორ გამოვალთ, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარია, პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვას, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, პანკისში სპეცოპერაცი არ მომხდარა, პოლიცია იცავდა მართლწესრიგს, რომლის ძირითადი მიზანიც მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა  იყო კონკრეტულ მომენტში.

„რაც შეეხება, ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ბევრი თქვენგანი აქ ღელავს და მეუბნება, რომ ვიღაცამ პოლიცია ასეთ დღეში ჩააყენა და ვიღაცამ პოლიცია აცემინა. მეგობრებო, პოლიციის და პოლიციის ძალების იქ ფუნქცია იყო მართლწესრიგის დაცვა. იქ პოლიციის მიზანი შესვლის გახლდათ ის, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება ჩვენი სხვადასხვა მოქალაქეებს შორის და პოლიციამ შეასრულა ღირსეულად თავისი ფუნქცია და ეს დარტყმა მიიღო თავის თავზე. სწორედ ამიტომ იყო აღჭურვილობიდან დაწყებული, ქცევით და დაგეგმილი ღონისძიების ნაწილში, ეს იყო დაცვითი ღონისძიება. ამიტომ როდესაც ხმამაღალ განცხადებებს ვაკეთებთ, წინასწარ რაღაც ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანი გახლდათ, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და მართლწესრიგი კონკრეტულ რეაქციაზე, კონკრეტულ მომენტში, რაც პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულეს, რისთვისაც რა თქმა უნდა მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ.

ახლა, რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი იმ პროვოკაციულ შეკითხვებს, მაგალითად, როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან. მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს, გადაცდომის ფარგლები სად იყო, რა მოხდა და ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო ჩემთვის რა არის რომ სოციალური პროტესტი, რომელიც მართლა იქ აღმოჩნდა და რომელიც თავიდანვე ვთქვი, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, პოზიტიური მესიჯები გაეჟღერებინა მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გააკეთა, სადღაც შეცდომა მოხდა და გავარკვევთ, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა და ამას როდესაც ვაძლევთ პოლიტიკურ და არ მინდა კიდევ სხვა სიტყვები ვთქვა, განზომილებებს ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, მე ვთვლი, რომ ეს არის შეცდომა“, - აღნიშნა შს მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
სექტემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი დაფიქსირდა
თბილისის მერია შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics