08:33 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 16:22:08, 2007 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია პირადი ცხოვრების დაცულობაზე - ამ მიმართულებით სუსტად ვართ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრის გავრცელების პირველწყარო დადგენილი იქნება. 

გახარიამ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას კითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა არის თუ არა ქართული საზოგადოებსი პირადი ცხოვრება ქვეყანაში დაცული. 

„ყველაფერი შედარებითია ქალბატონო ეკა. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება იმ განცხადების გაკეთება, რომ სრულად დაცულები ვართ, არ შეესაბამება სიმართლეს ისიც, რომ ვთქვათ დაცულები არ ვართ. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით სუსტად ვართ და აქ ბევრი გვაქვს სამუშაო საერთაშორისო პარტნიორობის ნაწილშიც. მე სპეციალურად არ გავაკეთე რაღაც კონკრეტული დაპირებები, თუმცა ის, რაც ჩვენ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დაპირებები გავეცით, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ამ პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური იურიდიული მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics