19:55 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 14:40:42, 1350 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა შს მინისტრს მიმართა, რომ ლგბტ თემს 17 მაისს მსვლელობაზე უარი ათქმევინოს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ შს მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ლგბტ თემს მსვლელობაზე უარი ათქმევინოს. 

ლომიას თქმით, ლგბტ თემის მსვლელობა ქვეყანაში ვნებათაღელვას გამოიწვევს. 

“ბოლო პერიოდში საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ შავი პიარ-კამპანიები მიმდინარეობს. ამის უკან არასამვრობო ორგანიზაციები, ცალკეული მოქალაქეები და სამწუხაროდ, მასმედიის საშუალებები დგანან. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი ფული იხარჯება. ძალიან ცუდია, რომ ვერ გამოავლინეთ თუ ვინ დგას ამ შავი პიარ-კამპანიის უკან. დღემდე ეს ადამიანები არ არიან გამოვლენილი და დასჯილნი. პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 17 მაისს ლგბტ საზოგადოების მსვლელობაა გამოცხადებული, რაც პრინციპში, საზოგადოების მეორე მხარესთან დაპირისპირებას გამოიწვევს. პოლიცია უნდა იყოს სიმშვიდის გარანტი და მინდა გთხოვოთ, რომ მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს შორის. დაელაპარაკეთ ამ მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ უარი თქვან ამ მსვლელობაზე, რათა ამან ქვეყანაში ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს. გთხოვთ გამოუყოთ ადგილი, სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ის ადგილი, რომელსაც გამოუყოფთ, არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც სიწმინდეებთან”, - განაცხადა ლომიამ.  

 

 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics