|
2019-05-02 13:12:51, 2166 ნახვა
კომენტარი
დაპირისპირება პარლამენტში - ნიკა მელიამ შს მინისტრს „უნამუსო“ უწოდა [ვიდეო]
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას „უნამუსო“ უწოდა. დეპუტატმა მინისტრის მიმართ სხვადასხვა ბრალდებები გააჟღერა და აღნიშნა, რომ ის პოლიციის დისკრედიტაციას უწყობს ხელს. „თქვენ ბრძანეთ ძალიან უცნაური რამ, რომ თითქოს ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს. არადა მე გეტყვით საპირისპიროს, თუ ვინმე დისკრედიტაციას უწყობს ხელს პოლიციისას, ბრძანდებით პირადად თქვენ, ადამიანი, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან და ეს ყველაფერი დადასტურდა ზუგდიდშიც კი. მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი - ხვიჩა ცხაკაიაც საკამრისია, რომელიც თქვენ თავი გამოისულელეთ და თქვით რომ არ გსმენიათ, არადა პირადად ხართ ამ ადამიანს შეხვედრილი. თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც „რემენას“ აეროპორტში ხვდება, რომელიც „ლავასოღლის“ ათავისუფლებს, იმ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი, რომლის რიგებშიც გახლავთ ბატონი კალაძე, თქვენი მეორე ლიდერი, რომელთანაც ურთიერთობა არ გაქვთ ტკბილი, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა, რომელიც ამაყობს 8 სული ქურდით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას. უნამუსო ადამიანის გარდა, ამას ვერავინ ვერ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და მრავალჯერ დაგიმტკიცებთ ამას“, - მიმართა მელიამ შს მინისტრს. დეპუტატის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მელიას კორექტულობისკენ მოუწოდეს. საპასუხოდ, მელიამ მინისტრს „უნამუსო“ კიდევ ერთხელ უწოდა: „ადგილობრივ ავტორიტეტ ხვიჩა ცხაკაიას რო ელეპარაკება, მერე რომ გამოვა და ვითომ არ იცნობს, უნამუსოა ის ადამიანი, ასევე ის ვინც ხელებს იბანს ია კერზაიას მკვლელობაზე, უნამუსოა ის ადამიანი ვინც სპეცრაზმს შეიყვანეს პანკისში“. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს სიმშვიდისკენ, ნიკა მელიას კი, პვოროკაციის მოწყობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. დარბაზში დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)