18:46 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 15:05:19, 598 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გარემოს დაცვის სექტორში მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებს განახორციელებენ. გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტისთვის, აკადემია  სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პოტენციალს გამოიყენებს და სამინისტროს რეკომენდაციებსა და დასკვნებს წარუდგენს. ასევე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გარემოს დაცვის პოლიტიკის განხორციელებაში მიიღებს მოაწილეობას.

მემორანდუმი ასევე, მიზნად ისახავს თანამედროვე რესურსდამზოგი და უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ლილუაშვილს, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის ENKA-სთვის 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
სამინისტროები, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში დააცალკევეს კვლავ გაერთიანდნენ
მარია ზახაროვამ ახალგაზრდა ქართველებს რუსეთში ჩამოსვლისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics