|
2015-06-26 14:27:34, 707 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესპალატა ინიციატივით გამოდის, ვერეს ხეობაში პროექტი „მანჰეტენი“ განხორციელდეს
"საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ" და საქართველოს ბიზნესპალატამ ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ვერეს ხეობაში ახალი ინფრტასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. როგორც ბიზნესპალატის ხელმძღვანელი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, პროექტის განხორციელება დამბის აშენების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. "დამბა იქნება იმის გარანტი, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება თბილისში. პროექტი "მანჰეტენი" გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ. რაც შეეხება პროექტის მთავრობისთვის წარდგენის საკითხს, ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე მინისტრსთან აღნიშნული საკითხზე საუბარი უკვე იყო. „ რამდენიმე მინისტრს უკვე ველაპარაკეთ. უახლოეს დღეებში მათგან ველოდებით პასუხს. მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია", - განაცხადა ჯგერენაიამ. მისივე თქმით, პროექტის განხორციელებას 1 400 000 000 დასჭირდება და ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან. "მოლაპარაკებები გაიმართა ბიზნესმენებთან. ისინი გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, რომ ჩაიდოს დიდი ფული ამ პროექტში. ვერეს ხეობის ადგილი არ არის უბედურება, ეს არის მომავლის ადგილი", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)