|
2019-05-01 14:17:33, 1773 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი ოპონენტებს - სამწუხარო რეალობაა, როდესაც პარლამენტის წევრები სასამართლო სისტემაზე ზეწოლას ახდენთ
„სამწუხარო რეალობაა, როდესაც პარლამენტის წევრები პოლიტიკური განცხადებებით ზეწოლასა და ზემოქმედებას ახდენთ სასამართლო სისტემაზე“, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლო სისტემის შეჩერების უფლებას არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მისცემს. „მე ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ ხართ კოლეგები, მაგრამ თქვენვე აყენებთ პარლამენტს შეურაცხყოფს და ახდენთ იმ პროცესის დისკრედიტაციას, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც პარლამენტის წევრები პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით ზეწოლასა და ზემოქმედებას ახდენთ სასამართლო სისტემაზე. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს კონკრეტული საკითხები, გადაწყვეტილებები და ამის სრული ლეგიტიმაცია გვაქვს, ჩვენი პოზიციები დავაფიქსიროთ, მაგრამ ის ინტენსივობა ზეწოლის და ზეგავლენის ოპონენტების მხრიდან, რამაც მიაღწია სასამართლომდე, არის დაუშვებელი. თქვენ ერთი მხრივ საუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი და ძლიერი, მაგრამ თქვენივე განცხადებებით ზემოქმედებთ სასამართლო სისტემაზე. ჩვენ გუნდს აქვს იმის ამბიცია, რომ სასამართლო სისტემის შეჩერების უფლება არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მისცეს. ეს იკითხება ამ განცხადებებში, ეს ნარატივი ახლავს ამ ყველაფერს და ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის ძალიან აქტიური მონაწილეები არიან ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)