|
2019-04-30 12:07:57, 1669 ნახვა
სამართალი
ნათია კაპანაძე სასამართლოს მიმართავს და აჭარის საზმაუს დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. კერძოდ, კაპანაძე მოითხოვს: მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას. "- მრჩეველთა საბჭომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო პროცესუალური ნომრების დარღვევით. კერძოდ. გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ღია კენჭისყრით და არა ფარულით. - გადაწყვეტილების მიღებისას მრჩეველთა საბჭოს არ ჰქონდა შესწავლილი არც ერთი საკითხი, რომლის საფუძველზეც კენჭი ეყარა უნდობლობის გამოცხადებას. ამის ერთ-ერთი დასტურია 2019 წლის 25 აპრილს მიღებული გარე აუდიტის დასკვნა, რომელიც მომზადებული იყო 11 აპრილს და რომელშიც მითითებულია რომ ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები არ გააჩნია. აღნიშნული დოკუმენტი მრჩეველთა საბჭომ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიიღო და არა მანამდე. - მრჩეველთა საბჭოს 2017 და 2018 წლების ანგარიშებში არ არის მითითებული, რომ ორგანიზაციის დირექტორს ან თავად ორგანიზაციას რაიმე პრობლემა აქვს. - 2017 და 2018 წლების გარე აუდიტის შედეგების თანახმად, ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები არ გააჩნია", - ნათქვამია საია-ს ინფორმაციაში.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)