|
2019-04-23 17:54:16, 1915 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე მაჭავარიანს: ვალდებული ხართ, გვიპასუხოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია, სანქციები გამოიყენოს [ვიდეო]
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მინისტრი მის კითხვებს უპასუხოდ ტოვებს, რითაც კანონმდებლობა ირღვევა. „რაზეც თქვენ აქ ისაუბრეთ, თითქმის ყიველაფერზე მე, როგორც დეპუტატმა, მოგმართეთ სადეპუტატო შეკითხვით. თქვენ ან არ გაგვეცით პასუხი, ან პასუხი გაგვეცით ფორმალურად და გადაგვამისამართეთ სხვაგან. აქაც ჩვენ ვერც ერთი პასუხი ვერ მოვისმინეთ. თქვენ დაარღვიეთ კანონი. რეგლამენტით, თქვენ ვალდებული ხართ დეპუტატს გასცეთ პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია მოამზადოს რეზოლუციის პროექტი და გამოიყენოს შესაბამისი სანქციები - მიმართოს პრემიერ-მინისტრს, რომ მან გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული შესაძლებლობები. რაზე არ გაგვეცით თქვენ პასუხი: პირველი - იზრდება ბიუროკრატია საშინლად. თქვენ გაზარდეთ შტატები 2019 წელს, 2018 წელს, ხოლო ძირითადი საშტატო ნუსხა მოცემულია ბიუჯეტში, ხოლო ხელშეკრულებით ადამიანები გადაყვანილია შტატგარეშედ და არავინ იცის რამდენია. მე თქვენ მოგწერეთ წერილი: „გთხოვთ გვითხარით, შტატგარეშედ რამდენი ადამიანია დასაქმებული და რამდენია მათი ანაზღაურება“. თქვენი პასუხი იყო ასეთი: „მიმართეთ შესაბამის მხარჯავ ერთეულებსო“. ეს არის დაცინვა“, - მიმართა გოცირიძემ მაჭავარიანს. მან ასევე აღნიშნა, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერასა და სავარაუდო კორუფციაზე გაამახვილა ყურადღება. „გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტის დახმარებით, ჩამოწერეთ 3 მილიარდზე მეტი საგადასახადო დავალიანება და ამბობდით, რომ ეს არის 35 ათასი ადამიანი, ჩეკის აპარატებთან დაკავშირებით დაჯარიმებული და ასე დემაგოგიურად ფუთავდით ამ ადამიანების აქციას. მე თქვენ მოგწერეთ წერილი - „გვიპასუხეთ, მოგვეცით სია, იმ ჩამოწერილი გადამხდელებისა, რომლებსაც ჰქონდათ ჩამოსაწერი 50 ათას ლარზე მეტი“. რეალურად ასეთი აღმოჩნდა 4 768 ადამიანი. თქვენ მოგვწერეთ არ გეტყვით ვის ჩამოვაწერეთო. თქვენს პასუხში წერია: „ საგადასახადო დავალიანება არ არის კონფიდენციალური, მაგრამ მაშინ როდესაც მას ჩვენ ჩამოვაწერთ, ეს ხდება კონფიდენციალური“. ჩამოწერამდე რა ვიცით ვის უნდა ჩამოაწერონ ? ასეთი აბსურდული პასუხი მივიღეთ. ამით იმალება კორუფცია. აქ არის კონკრეტული ფირმები, რომლებიც არიან დაახლოებული ხელისუფლებასთან. თქვენ ჩამოაწერეთ ამ სამ მილიარდში იმ ფირმებს, რომლებიც არიან სახელმწიფოსთან შეზრდილები და თქვენ ამას მალავთ“, - მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)