02:43 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 16:00:51, 1661 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი გახარიასა და ხოშტარიაზე: კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ - ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე

„კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ, ამიტომ მეც ჩავერთვები და ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

სესიაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. 

„როცა საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, აქ საერთო პოზიციების კონსოლიდაცია უნდა მოვახერხოთ. მესმის, რომ მათ ეს არ შეუძლიათ და ამის უნარ-ჩვევები, სამწუხაროდ, არ აქვთ, მაგრამ არის საკითხები, სადაც ჩვენ საერთო სახელმწიფო ინტერესები უნდა დავიცვათ. მათ შორის, როცა არის კითხვა დაისაჯონ თუ არ დაისაჯონ, პოლიციელი იყო თუ რიგითი მოქალაქე იყო, პანკისში იყო თუ სამტრედიაში იყო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, კანონი უნდა აღსრულდეს ყველგან“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, ყავაზე დაპატიჟების საკითხი მას შემდეგ გახდა პოლიტიკოსებში აქტუალური, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, მინისტრი პარლამენტში გამოცხადებულიყო, ყავაზე დაპატიჟების ინიციატივით უპასუხა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს მისი ნახვა სურთ, შეუძლიათ ყავაზე მიიპატიჟონ. მინისტრის ამ განცხადებას, "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მზად არის თავად მოუმზადოს გიორგი გახარიას ყავა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics