|
2019-04-23 12:54:05, 1605 ნახვა
კომენტარი
ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი - თუ ჰესები არ აშენდება, უბრალოდ ვეღარ განვვითარდებით
ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი პანკისის ხეობაში „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, მსგავსი მცირე ჰესის მშენებლობით გარემოს დაზიანება შეუძლებელია. “იმ ადამიანმა არ იცის, ვიღაც ატყუებს, რომ მას წყალი აღარ ექნება. სად წავა წყალი?! იმ ტურბინას გაივლის და ისევ კალაპოტში ჩადის. არაფერი წყალი იქ არ იკარგება და ამით არც ხეობას ემუქრება რაიმე საფრთხე. ამ ხალხს ნდობა უნდა გაუჩნდეს. ყველაფერს აქვს თავისი ფასი, თუ ჰესები არ აშენდება, უბრალოდ ვეღარ განვვითარდებით. მაგალითისთვის, რომ გითხრათ, ნორვეგიაში 5 ათასი ჰიდროელექტროსადგურია. უბრალოდ, უნდა დავიცვათ წესები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული. ასეთ დროს კი, ბუნებას არანაირ საფრთხეს არ ვაყენებთ. ნორვეგიას, აქვს დიდი რაოდენობის თბოსადგურები - გაზი, ნავთობი, მაგრამ მაინც ჰიდროს იყენებენ. უნდა გამოვიდეს ამ სფეროს დარგის ექსპერტი და ზუსტად ახსნას რაღაცები. უნდა თქვან, რომ ჰესი არაა დიდი ტრაგედია. შეიძლება ხუდონზე ბევრი ვიდავოთ, რადგან ეს იყო პოლიტიკური თემა. ხუდონჰესის აშენებით, ენგურჰეისის დაკარგვის რისკები გვეზრდება. ფაქტია, ხუდონი აღარ აშენდება, თავის დროზეც გასაგები იყო, ინვესტორი არ არსებობდა. დიდ ჰესებზე გასაგებია მიდგომა, მაგრამ პატარა ჰესებზე ასეთი აგრესიული მიდგომა არაა კარგი. პატარა ჰესების მიმართ შიში გადაჭარბებულია. ეგრე, შეიძლება ქარის სადგურზეც თქვა - ხმაურიანია და ჩიტები ეჯახებიან და გადამფრენი ფრინველები იხოცებიან. დაისვას კითხვა - რატომ აშენებენ განვითარებული ქვეყნები ჰესებს? მაგალითად, შვეიცარია, ავსტრია, ნორვეგია. ან რატომ ანიჭებენ ესენი უპირატესობას ჰიდროელექტროსადგურებს? ხალხმა არ იცის, არ აქვს ინფორმაცია. მე მახსოვს, ერთხელ როდესაც გადამცემი ხაზი შენდებოდა, ერთ-ერთმა მოსახლემ მითხრა, რომ ონკოლოგიურ დაავადებას აჩენსო. ეს აზრები საიდანღაც გაჩნდა, გასაგებია, რომ ვიღაცას აქვს თავისი ინტერესი და არიან მხარეები, რომლებსაც აწყობთ, რომ ჰესი არ აშენდეს და ამას თავის აქტივად იწერენ, თუმცა ქვეყნის განვითარება ფერხდება და ამაზე უნდა იფიქრონ. ერთგან სხვანაირად ხდება, მეორეგან - სხვანაირად. როცა არსებობს გარკვეული დადგენილი წესები, მოსახლეობაც სხვანაირად იქცევა. ვიცი, შემთხვევები, რომ ფული უნდოდათ და პირდაპირ ვაჭრობდნენ. გარდა ამისა, უნდა იყოს სისტემური მიდგომა - პატარა ჰესის მშენებლობა მაინც არ უნდა გააჩერო. ყველაფერზე დამოკიდებულები ვართ - გაზი, ნავთობი… მომავლის ხედვაც არ არის. წარმატებული პრაქტიკები მაინც ვაჩვენოთ, რაც გარკვეულწილად შეღავათსაც მისცემდა მოსახლეობას. არასისტემურმა მიდგომამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ენეგეტიკული პოლიტიკა 2006 წელს რაც დაიწერა, ისაა. ბაზრის შექმნაც გაიწელა - ჯერ 2015 წელს უნდა ყოფილიყო, მერე - 2017 ბოლოს, ახლა 2020-ში გადაიტანეს. ევოლუციას უნდა განიცდიდეს ეს დარგი, მაგრამ არ ვითარდება. მთავრობას მივცემდი რჩევას, რომ მზისა და ქარის ენერგიების ათვისებაზე იფიქროს, მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივის თემაა, ახლა მთავარია, ჰიდრორესურსების ათვისება”, - აცხადებს ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)