18:55 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 11:26:39, 1920 ნახვა

სამართალი
ლევან ჯიბღაშვილს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

მსახიობსა და ბიზნესმენს ლევან ჯიბღაშვილს  დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

ჯიბღაშვილი მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

მისი ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, მსახიობი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ისინი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics