02:42 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 15:52:53, 1873 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ავლაბრის რეზიდენცია აშენდა მოქალაქეების ფულით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია

ავლაბრის რეზიდენცია აშენდა მოქალაქეების, გადასახადების გადამხდელების ფულით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რეზიდენციის საზოგადოებრივი ფუნქცია რამდენიმე მიმართულებით იქნება უზრუნველყოფილი.

„რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, ეს პრეზიდენტის სასახლე არ არის, ამაზეც გაკეთდა როგორც მე მახსოვს არაერთი კომენტარი და ამ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის არის ფუნქცია მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის. მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს ამ შენობას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის, სადაც მისვლა შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ტურისტებს და ნახვა ჩვენი ეროვნული საგანძურის, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ამაყობს. თქვენ სვამთ კითხვას, ორმაგი ხარჯი რატომ გვექნება? ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ერთი და იგივე ფუნქციის არ არის. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების, გადასახადების გადამხდელების ფულით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია. ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარეც“, - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics