02:42 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 14:27:04, 1942 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - დავალებები და ვადები, რომელიც ნათია თურნავას ექნება შესასრულებელი, ამბიციური და ძალიან მკაცრია

ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში, არის ამბიციური და აქედან გამომდინარე ძალიან მკაცრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.

„ნათიასთან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ჩვენი მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნათიას ნამდვილად აქვს იმ სოციალური რეალობის სწორი აღქმა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ასეთივე აღქმა აქვს ჩვენს საზოგადოებას. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში, არის ამბიციური და აქედან გამომდინარე ძალიან მკაცრი, თუმცა ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც და მე დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გუშინ გიორგი ქობულიას ნაცვლად ნათია თურნავა დანიშნა. მანამდე თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics