|
2015-06-25 12:41:46, 775 ნახვა
ეკონომიკა
„ზედაზენი საიუბილეო“ - ყველაზე ცივი ლუდი ყველაზე გახსნილი ურთიერთობებისთვის
ლუდსახარში „ზედაზენი“ 3 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ერთგულ მომხმარებელს, განსაკუთრებული გემო - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის სამი განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი განსხვავებული ლუდი შესთავაზა. „ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ახალი ლუდი. „ზედაზენი საიუბილეო“ - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის სამი განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი მსუბუქი საზაფხულო ლაგერია“, - განაცხადა ქართული ლუდის კომპანიის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელმა კახა პაიჭაძემ. ლუდის საწყისი ექსტრაქტულობა 10.4%-ია, ალკოჰოლის შემცველობა კი 4,5% ასე, რომ მსუბუქი ლუდი „ზედაზენი საიუბილეო“ მხოლოდ დაბალი კალორიულობით გამოდის: 37კკალ/100გრ ნაცვლად ჩვეული 44კკალ/100გრ. „ზედაზენი საიუბილეო“ შესანიშნავია ზაფხულის სიცხისგან გათანგული და მოწყურებული ლუდის მოყვარულთათვის. მისი მდიდარი და ამავე დროს მსუბუქი არომატი იდეალურად ესადაგება ფაქტიურად ყველა საზაფხულო კერძსა და სნეკს. სპეციალურად ახალი ლუდისთვის შეიქმნა შუშის ბოთლის დიზაინი; დღეიდან დახლებზე „ზედაზენი საიუბილეო“ შუშის ბოთლის გარდა, 1, 2 და 2,5 ლიტრიანი პეტ-შეფუთვითაც გამოჩნდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)