01:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 13:27:48, 1832 ნახვა

კომენტარი
„კვიპროსის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვართ 2 სტაბილური ქვეყანა, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს“

„კვიპროსის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს ეხება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ანასტასიადისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, კვიპროსი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, კვიპროსი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაშიც არის ჩართული.  

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს. ჩვენ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვიაროთ ამ პრობლემის გადაწყვეტისკენ. ეს არის ასევე ერთობლივი გამოცდილება ორი პატარა ქვეყნისთვის, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავიანთი დამოუკიდებლობა გაამყარონ. მინდა, ასევე, მადლობა მოვახსენო კვიპროსის პრეზიდენტს იმისთვის, რომ კვიპროსი მონაწილეობას იღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენს საოკუპაციო ხაზზე. კვიპროსს სამი წარმომადგენელი ჰყავს ამ მისიაში და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ჩემთვის. ეს გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფო დამოუკიდებლობისადმი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics