|
2019-04-16 18:23:59, 1804 ნახვა
სამართალი
„პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში - გზა მსჯავრდებულთა ცხოვრების ცვლილებისა და დანაშაულის შემცირებისკენ“. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა. მან პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. ,,დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში სოციალური მუშაობის მნიშვნელობას. იუსტიციისა და პენიტენციური სისტემების გაერთიანების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად დაისახა პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მოხვედრილ პირთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულების გაძლიერება და ამ მიზნით სოციალური სამუშაოს და სოციალური მუშაკის როლის გაზრდა. სამინისტროს მიდგომას წარმოადგენს ისეთი რეფორმების გატარება, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს სასჯელის აღსრულების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მიმართული იქნება თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვისკენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ის მიდგომა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავითარებს პენიტენციურ და დანაშაულის პრევენციის სისტემებში, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და CPT-ის (წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს კომიტეტი) მოთხოვნებთან. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასა და სოციალური მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტის ხელმძღვანელმა, რანდელ ბაროუზიმ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტში არსებული სოციალური სამმართველო გაუქმდა და შეიქმნა იერარქიულად პენიტენციური დეპარტამენტის დონის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტი, რომელშიც მთელი პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გაერთიანდნენ. ცენტრალიზებული სისტემა ერთგვაროვან მიდგომებს და ეფექტიან სარეაბილიტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს. სოციალური მუშაკები ფუნქციების მიხედვით გაიყო ორ ნაწილად: შემთხვევის მმართველი და შემთხვევის ადმინისტრატორი. სოციალური მუშაკი - შემთხვევის მმართველის ფუნქცია მსჯავრდებულის შეფასება, მისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდებაა, ხოლო შემთხვევის ადმინისტრატორის ფუნქცია შემთხვევის ადმინისტრირებაა, იგი შემთხვევის მმართველის დამხმარეა და მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კომუნიკაციას და უფლებების ადვოკატირებას უზრუნველყოფს. კონფერენციაზე საუბარი შეეხო გარდამავალი მენეჯმენტის მნიშვნელობას, რომელსაც პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები ერთობლივად განახორციელებენ. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ პრობაციის ეროვნული სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი გახდება ერთიანი სტრუქტურა და ჩამოყალიბდება, როგორც პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტო, რომლის საქმიანობაშიც სოციალური მუშაობა ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იქნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელი, კატალინ გერმანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.
(NS)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)