|
2015-06-25 11:27:46, 762 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რიკოთი–არგვეთას ავტომაგისტრალი დაახლოებით 1 მილიარდ ლარამდე დაჯდება
„აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმოკლეს ვადებში დასრულება, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს „ქორთიარდ მერიოტში“ განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისა და დონორთა შეხვედრა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროგრამის განხილვის მიზნით მიმდინარეობს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რიკოთი-არგვეთას ავტომაგისტრალი დაახლოებით 750 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე დაჯდება. „აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმოკლეს ვადებში დასრულება არის უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის ყველაზე რთული მონაკვეთი. რიკოთის მონაკვეთი დაახლოებით 750 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე ჯდება, სხვადასხვა პროექტების მიხედვით. ჩვენი მიდგომაა, მაქსიმალურად იქნას კერძო სექტორი ჩართული, რათა ქვეყნის სუვერენულ ბალანსზე აისახოს რაც შეიძლება ნაკლები ვალი. დღევანდელი დღიშ შემდეგ, ძალიან ბევრი რამ უფრო ცხადი გახდება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ალტერნატიული გზა იქნება, აღნიშნული ავტომაგისტრალი შესაძლოა, ფასიანი გახდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)