|
2019-04-15 15:24:59, 1767 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ოპონენტების ნაწილი გაერთიანებული ძალებით იბრძოდა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომა არ ჩატარებულიყო
"რეგლამენტის მიხედვით, ვენეციის კომისიის შენიშვნების ასახვა შესაძლებელია როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ოპონენტების დიდი ნაწილი გაერთიანებული ძალებით იბრძოდა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომა არ ჩატარებულიყო. "გულწრფელად მაინტერესებს ამ ორი კვირის ფაქტორის გამო ასეთი რა პიარ გეგმა ჩავარდა, რომ ასეთი ისტერია მივიღეთ მხოლოდ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. ვნახეთ, ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი გაერთიანებული ძალებით როგორ იბრძოდა დღეს არ ჩატარებულიყო დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომა. საზოგადოებას ვეტყვი, ვენეციის კომისიის შენიშვნების ასახვა რეგლამენტის მიხედვით შესაძლებელია როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე. პლენარული სხდომა არის 19-ში, ჩვენ კი, ხვალ ველოდებით ვენეციის კომიტეტის დასკვნას. ამაზე ასეთი ისტერია რომელი პოლიტიკური სუბიექტის მიზანს ემსახურებოდა ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება სხვადასხვა კრიტერიუმებს, მაინც მგონია, რომ არათანმიმდევრულია სამი თვის წინ ითხოვდე რაც შეიძლება მკაცრ ბარიერებს, კრიტერიუმებს და როგორც კი, ეს მოხდება შემდეგ ითხოვდე გამოცდა უნდა გაუქმდეს, კაზუსი არ უნდა დაწეროს, ტესტი არ უნდა ჩააბაროს მოსამართლეობის კანდიდატმა და ნებისმიერს შეეძლოს თავისი კანდიდატურის წარდგენა. ეს არის ელემენტალური არათანმიმდევრობა. ხვალ ან ზეგ, მას შემდეგ რაც გვექნება ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც კი მუხლობრივ, საგნობრივ კამათზე გადავდივართ ხოლმე, იქ რაციონალური წინადადებებიც გამოჩნდება, რაზეც შეიძლება მსჯელობა, კამათი პოზიციების შეჯერება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ხვალ ან ზეგ ვენეციის კომისიის დასკვნა გვექნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)