|
2019-04-13 15:30:25, 2070 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ზაურ დარგალი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდაა, რომელმაც კარგად იცის, რა სჭირდება მარნეულს
„ზაურ დარგალი შრომისმოყვარე, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და რაც მთავარია საკუთარი ქალაქის დიდი ქომაგია, რომელმაც კარგად იცის რა სჭირდება აქაურობას და რა უნდა გააკეთოს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მარნეულში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი წარადგინა. ციხელაშვილმა მერობის კანდიდატს არჩევნებში წარმატებები უსურვა და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „მე ხშირად გსტუმრობთ და იცით, რომ განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ამ ქალაქს და მთლიანად რეგიონს, ქვემო ქართლს რამდენიმე მიზეზის გამო: ეს არის საქართველოს გამორჩეული მხარე, კულტურული მრავალფეროვნებით, რომელსაც ქმნით თქვენ, აქ მცხოვრები განსაკუთრებით მშრომელი, გულწრფელი ხალხი, ერთგული ხალხი და მადლობა ამისთვის. ამასთან ეს არის საქართველოს ერთერთი ულამაზესი მხარე, მისი ლანდშაპტით და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით. და ბოლოს - ამ რეგიონიდან არის ჩემი ფესვები, რაც ძალიან მეამაყება. დღეს განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად მარნეულს წარვუდგენთ ძალიან ღირსეულ მერობის კანდიდატს, ბატონ ზაურ დარგალს. ზაური ნამდვილად გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდაა, ძალიან კვალიფიციური, შრომისმოყვარე, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და რაც მთავარია საკუთარი ქალაქის ძალიან დიდი ქომაგი, რომელმაც კარგად იცის რა სჭირდება აქაურობას და რა უნდა გააკეთოს. ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს ის, რომ ზაური წლების განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, წარმომადგენლად ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, ამ პერიოდში, ჩვენ ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგვიდგამს ერთად. ამ ყველაფრის მიზანი იყო და არის ის, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტია: უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, იყოს მაქსიმალურად ჩართული ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში, ჰქონდეს საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობის გამოვლენის ყველა საშუალება და ეს ერთიანი ენერგია მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და უკეთეს მომავალს. ზაური ნამდვილად არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ნებისმიერ მოქალაქეს, როგორც მას, ჩვენს ეთნიკურად აზარბაიჯანელ მოქალაქეს, ნამდვილად ყველა ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას! დარწმუნებული ვარ, რომ ზაურს წინ ბევრი წარმატება ელოდება. მას ამისთვის თქვენი მხარდაჭერა და ნდობის მანდატი სჭირდება, რომ უფრო მეტი ძალისხმევით იმუშავოს ამ ქალაქისთვის. გისურვებ ზაურ წარმატებას და გამარჯვებას მარნეულის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)