|
2019-04-13 14:48:24, 2089 ნახვა
რეგიონი
პრემიერი: სახელმწიფო მარნეულში სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩადებულ ინვესტიციას სამჯერ გაზრდის
„მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებს მთელ საქართველოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მარნეულში მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის წარდგენის დროს განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მარნეულში სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩადებულ ინვესტიციას სამჯერ გაზრდის. „თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული ენერგიისა და მუხტის მატარებელია, ჩვენ როგორც ერთი ქვეყნის შვილები, საუკუნეებია ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს და ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდში ვგდავართ. ჩვენთვის, ჩვენი რეგიონების, ჩვენი ლამაზი კუთხეების განვითარება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ამიტომ, არის ის, რომ 2019 წელს ჩვენ გამოვყავით რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები მარნეულისთვის, თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, იმისთვის, რომ დავაგოთ ახალი გზები, ავაშენოთ ახალი სკოლები და ბაღები, იმისთვის რომ ავაშენოთ და მწყობრში მოვიყვანოთ საირიგაციო სისტემები და მოვაწესრიგოთ ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა მარნეულში. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებს მთელ საქართველოს და თითოეულმა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ სამჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები და სწორედ მარნეული გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ამ პროგრამების. მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ და გავასამმაგებთ იმ პროგრამებს, რომლებიც დღეს მოქმედებს თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში. 19 მაისს თქვენ აირჩევთ ახალ მერსს, რომელიც პასუხიმგებელი იქნება თქვენს მუნიციპალიტეტში პრობლემების მოგვარებაზე და თქვენივე რჩევით ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატი, ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარნეულში, ღირსეული ახალგაზრდა ზაურ დარგალი“, - განაცხადა მამუკა ბახტრაძემ.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)