|
2019-04-12 18:18:56, 2018 ნახვა
სამართალი
„ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისთვის სამი, ხოლო „კანონიერი ქურდობისთვის“ ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამი პირი, ხოლო "კანონიერი ქურდობის" და „ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობისათვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდი" მ.ლ. "ქურდული შეკრებით", დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის ქალაქ ბათუმში, მართავდა ქურდული სამყაროს წევრების ერთობას, რომლის მხარდაჭერას 2018 წლის აპრილ-ივნისში ახორციელებდნენ ი.გ., შ.კ. და ზ.ა., რაც „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნიდა. სამართალდამცველებმა ი.გ. 2018 წლის 17 ივლისს, ხოლო შ.კ. და ზ.ა. 2018 წლის 18 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) და 2232 მუხლით (ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა) წარედგინა. ვინაიდან მ.ლ. მიმალვაში იმყოფება, მას ბრალდება დაუსწრებლად 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა") და 2232 მუხლით („ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობა) წარედგინა. ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მ.ლ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.გ, შ.კ და ზ.ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს საქმიანობაში მხარდაჭერა), ხოლო მ.ლ. 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა") და 2232 მუხლით („ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობა). სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი.გ-ს 2 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა, შ.კ-ს და ზ.ა-ს 2-2 წლით, ხოლო მ.ლ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში განაჩენის გასაჩივრების საკითხზე იმსჯელებს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)