|
2019-04-11 09:38:56, 1414 ნახვა
საზოგადოება
მეთხილე ფერმერებისთვის შესაწამლი აპარატების დარიგება იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცა. პირველ ეტაპზე ასოციაციას 100 შესაწამლი აპარატი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში სულ 2000 აპარატის გადაცემაა დაგეგმილი. თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, შესაწამლი აპარატების დარიგება, სამეგრელოში დღეიდან დაიწყო და გურიასა და იმერეთში გააგრძელებს. შესაწამლი აპარატების გადაცემას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ. ფერმერებმა მიიღეს ინფორმაცია აპარატის გამოყენებისა და თხილის შეწამვლის მეთოდების შესახებ. „შესაწამლი აპარატების გადაცემა მნიშვნელოვანია, რადგან ამით დავეხმარებით მეთხილეებს მოსავლიანობის გაზრდაში. თავის მხრივ, ფერმერთა დაინტერესებაც საკმაოდ მაღალია. გასულმა წელმა დადებითი შედეგი მოიტანა, წარმატებული იყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, მაგრამ სამწუხაროდ, ფერმერთა ნაკლები ჩართულობის გამო ვერ მივიღეთ თხილის ის მოსავალი, როგორიც სასურველი იყო. ფერმერთა მოსავალი არის ძალზე აქტუალური და ვფიქრობ, მიმდინარე წელი იქნება გარდამტეხი წელი თხილის წარმოების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია გადამწყვეტ ეტაპზე გადადის და მიზნად ისახავს თხილში გავრცელებულ სოკოვან დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლას, ფერმერების ცნობიერების ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას. „თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ აგროსამუშაოები დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერების უმსხვილესი გაერთიანებაა. ამჟამად „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ უკვე 15 000-მდე ფერმერია ჩართული. ჯგუფებად დაყოფილ ფერმერებს ჰყავთ საკუთარი ლიდერები, რომლებიც პროცესს ზედამხედველობას გაუწევენ. გარდა აპარატებით უზრუნველყოფისა, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება აქვთ, შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები. ასოციაციის აგრონომები ზედამხედველობას გაუწევენ აგროღონისძიებების ხარისხიანად ჩატარებას, რაც მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღების წინაპირობაა.
(NS)
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)