|
2026-10-12 20:06:20, 283 ნახვა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
საქართველოს ბანკი ბიზნესი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორი კომპანია მონოლით ჯგუფი თბილისში, მეტრო გოცირიძის მიმდებარედ - ვახტანგ ნინუას ქუჩა #2-ში, Monolith New Depo-ს საცხოვრებელ და კომერციულ პროექტს ახორციელებს. პროექტი 36 414 კვ.მ-ზე ხორციელდება და ის 8 კორპუსს გააერთიანებს - ჯამში 1 362 საცხოვრებელი ბინას და 6 000 კვ.მ-ზე კომერციულ ფართებს. პროექტის ინფრასტრუქტურა გამწვანებულ სივრცეებს, სამდონიან მიწისქვეშა პარკინგს, საცურაო აუზს, პადელის კორტებს, სავარჯიშო და საბავშვო სივრცეებს მოიცავს. პროექტის მშენებლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2029 წლის სექტემბერში არის დაგეგმილი. "დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. Monolith New Depo-ს პროექტი აერთიანებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას. პროექტის მასშტაბი და დაგეგმილი სივრცეების მრავალფეროვნება მის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ჩვენი მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას." - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი ძაგანიამ.
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)