|
2019-04-10 18:42:49, 1388 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში ინვესტიციების განხორციელებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ კონფერენციაზე Energy Transition Dialogue 2019, სადაც მოხსნება გააკეთა თემაზე: ენერგორესურსების დივერსიფიცირება და ახალი ტექნოლოგიები, როგორც ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის წინაპირობა. ნათია თურნავამ მიმოიხილა ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიცირების გლობალური მნიშვნელობა, როგორც ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების, ასევე გეოპოლიტიკური რისკების შემცირების თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონალური ჭრილში და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მდებარეობას ევროპასა და აზიას შორის, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა საქართველოს გავლით ე.წ. ენერგეტიკული „ხიდის" განვითარებისთვის. მან დაასახელა კონკრეტული სამომავლო პროექტები, რომელებიც ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოებისა და მიწოდების სტაბილურობის ნიადაგს შექმნის. მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ინიცირებულ შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა საქართველოში ქარისა და მზის ენერგიისადმი მზარდი ინტერესი და მიმოიხილა მათი ქსელში ინტეგრაციის სამომავლო პესპექტივები. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე, რომელიც ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობების შესწავლასა და საპილოტე პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს. ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას რეგიონში. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტი, რომლის შემდგომი განვითარებითაც ბუნებრივი გაზის ცენტრალური აზიიდან ევროპის ბაზრისთვის მიწოდება იქნება უზრუნველყოფილი. „საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს იმ პროექტების განვითარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერება, ენერგორესურსების დივერსიფიცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაა" - აღნიშნა მან. მინისტრის მოადგილემ გამოსვლის დასასრულს ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს სწრაფად ცვალებად ენერგეტიკულ რუკასა და გეოპოლიტიკური დინამიკურობიდან გამომდინარე, განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე, რაც ენერგეტიკული ბაზრების კონკურენციის გაზრდის წინაპირობაა.
(NS)
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)