00:50 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 15:40:11, 2018 ნახვა

კომენტარი
წერეთელი: ეუთოს რეზოლუციაში ირაკლი კვარაცხელიას საქმის გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის საკითხი უნდა აისახოს

დანიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა. ბიუროს წევრების გარდა სხდომის მუშაობაში მონაწილეობა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგემმა და ალბანეთის პრეზიდენტმა, ირილ მეტამ მიიღეს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს წინაშე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი დანაშაულებების და იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის შესახებ ასამბლეის რეზოლუციაში ასახვის საკითხი დააყენა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად, მისი დამოუკიდებლობის დაცვას წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი ეწირება. თქვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ და ჩვენი მოთხოვნაა ადექვატური პასუხი მოეთხოვოს დამნაშავეებს. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი დანაშაული - 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობა მოხდა, რაც დღემდე გამოუძიებელია. აუცილებელია ეს ფაქტი აისახოს ასამბლეის რეზოლუციაში და მკაფიოდ აღინიშნოს, რომ ყველა დამნაშავემ მკაცრად უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს სხდომაზე ეუთოს რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„სახელმწიფოებთან და მთავრობებთან ერთად, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ხელშესახებ პროგრესს მივაღწიოთ. ეს ეხება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას, სხვა კონფლიქტურ რეგიონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას, ჟურნალისტების უსაფრთხოებას, სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობას და სხვადასხვა ნაკლებად წარმომადგენლობითი ჯგუფების ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის გაზრდას", - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ბიუროს სხდომაზე სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების განხილვასთან ერთად, ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ეუთოს რეგიონში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხებზე რეზოლუციების პროექტები წარმოადგინეს, რომლის დამტკიცებაც ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics