00:50 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 13:22:31, 2188 ნახვა

კომენტარი
რამაზ საყვარელიძე - ივანიშვილის მიზანი იყო საზოგადოების წინაშე ვალი მოეხადა

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერმა საზოგადოების წინაშე ვალი მოიხადა. 

როგორც საყვარელიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ივანიშვილმა აღნიშნულ ინტერვიუში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასა. 

„აქცენტები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, ერთის მხრივ უკვე ნაცნობი იყო ანალოგიური აქცენტები უკვე გაუკეთებია და მეორე მხრივ საკითხები, რომლებზეც ჩამოაყალიბა პოზიცია, უკვე გაჟღერებული იყო კობახიძის, ან სხვა უმრავლესობის წევრების მხრიდან. მაგალითად ის, რომ ბესელია და მისი ჯგუფი ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს. ასე, რომ ამ ინტერვიუში მოულოდნელი და  ახალი აქცენტები ნაკლებად იყო. საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ალბათ ხშირად იქნება მსგავსი სახის ინტერვიუები და ამომრჩეველი მეტ სიახლეს მოისმენს. ვფიქობ, ივანიშვილმა ამ ინტერვიუთი ვალი მოიხადა, რადგან მას  საყვედურობდნენ, რომ არ გამოეხმაურა მთელ რიგ საკითხებს. მეეჭვება ამ ინტერვიუში მას განზრახული ჰქონოდა რაიმე წინასაარჩევნო გეგმა, ინტერვიუ არ იყო არც  პოლიტიტური სტრატეგიის გამხმოვანებელი და არც პიარული სვლები გამოყოფილიფილი. ეს უფრო არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება იყო. ჩემი შეფასებით ამ ინტერვიუს საზოგადოება წინასაარჩევნოდ ალბათ ნაკლებად მიიღებს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე. 

 

შეგახსენებთ,  ბიძინა ივანიშვილმა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ინტერვიუს ფორმატით სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics