|
2019-04-09 18:33:32, 1528 ნახვა
საზოგადოება
უკრაინელი სამხედრო, რომელიც აგვისტოს ომის დროს ქართულ მხარეს ეხმარებოდა, კრემლის დავალებით მოკლეს - NYT-ის გამოძიება
ამერიკულმა გამოცემა New York Time-მა ვრცელი მასალა მოამზადა, რომელიც რუსეთის დაკვეთით უკრაინელი სამხედროს მკვლელობას ეხება. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველ ჯარისკაცებს რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტების მოგერიებაში ეხმარებოდა. გამოცემა წერს, რომ ომამდე რამდენიმე წლით ადრე უკრაინამ საქართველოს ანტისარაკეტო სისტემა მიჰყიდა, რამაც საქართველოს, ომის დროს ეფექტური თავდაცვის საშუალება მისცა. ამასთან, სტატიის ავტორის თანახმად, რუს მაღალჩინოსნებს არ სჯეროდათ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საკმარისი უნარები ჰქონდა რთული სისტემის იარაღის გამოსაყენებლად და ეჭვობდნენ, რომ მათ უკრაინელი ჯარისკაცები ეხმარებოდნენ. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2016 წელს, რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინაში დაიქირავეს ადამიანი, რომელსაც 6 პირის ადგილმდებარეობის დადგენა, მოგვიანებით კი - ერთ-ერთი მათგანის მოკვლა დაავალეს; ექვსივე მათგანს ერთი რამ აერთიანებდა - ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ, ქართულ არმიას ანტისარაკეტო სისტემის გამართვაში ეხმარებოდნენ. სმოროდინო იყო სწორედ ის პირი, რომელსაც უკრაინელი სამხედროს ივან მამჩურის ლიკვიდაცია დაავალეს. მოგვიანებით ის დააკავეს. როგორც სმაროდინოვმა სტატიის ავტორს უთხრა, მას დავალება სავარაუდოდ ФСБ-ს წარმომადგენლებმა მისცეს. სანაცვლოდ მას 5 ათასი დოლარი შესთავაზეს, თუმცა მოგვიანებით მხოლოდ მერსედესის მარკის ავტომობილი აჩუქეს, რადგან მან "საქმე" სრულფასოვნად არ შეასრულა. როგორც გაირკვა, სმოროდინოვმა, რომელიც უკრაინელ სამხედროს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უთვალთვალებდა იარაღი, მკვლელობის ადგილას დატოვა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა [2008 წელს ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა] აღნიშნა, რომ მოსკოვი აუცილებლად გაარკვევდა ვინ ეხმარებოდა საქართველოს და ისინი პასუხს აგებდნენ ამ საქციელზე. ეს განცხადება მან 2008 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტური გამოძიების ავტორის თქმით, 6-კაციანი სიიდან მხოლოდ ივან მამჩურის ლიკვიდაცია მოხდა.
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)