22:54 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 14:52:04, 1397 ნახვა

საზოგადოება
გიგა მაქარაშვილმა „დამოუკიდებლობის მარში“ დაიწყო

„რუსეთი ოკუპანტია“ - ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა „დამოუკიდებლობის მარში“ დაიწყო.

აქცია-მსვლელობა, რომელიც გორიდან დაიწყო, მესტიაში დასრულდება.

„სიმბოლურად, 9 აპრილს, თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დაღუპვის დღეს, გორიდან ფეხით მსვლელობას ვიწყებ. ჩემი მიზანია, შემოვიარო საქართველოს, დაახლოებით  50-მდე  ქალაქი და 400-მდე სოფელი  და  26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მესტიაში დროშა აღვმართო“, - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, სლოგანით „რუსეთი ოკუპანტია“ მაქარაშვილი უკვე მესამე აქცია-მსვლელობას მართავს. პირველი მსვლელობისას მან  2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპაცია თბილისიდან საოკუპაციო ხაზამდე ფეხით მსვლელობით გააპროტესტა. კიდევ ერთი მსვლელობა მაქარაშვილმა სოხუმის დაცემას მიუძღვნა. მან მსვლელობა 14 სექტემბერს თბილისიდან დაიწყო და 13 დღეში ენგურის ხიდზე დაასრულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics