|
2019-04-08 18:52:59, 1916 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი ივანიშვილზე: საქართველო ისევე მოიშორებს ამ ეშმაკს და ამ გაქნილ კრიმინალს, როგორც საბჭოთა კავშირი მოიშორა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს Facebook-ლაივით უპასუხა. სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ეშმაკი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მმართველოს დროს საქართველოს პროგრესი არ განუცდია. „ვერ მოეშვა ეს კაცი მიცვალებულებით სპეკულირებას. ხან ზვიად გამსახურდიათი სპეკულირებს, ხან მისი პირადი მტერით - ბადრი პატარკაციშვილით, ხან ზურაბ ჟვანიათი, ახლა მიადგა 9 აპრილს დაღუპულ ჩვენს გმირებს. ამ წერილში ნათქვამია ეშმაკზე, რომელიც თიშავს. ხოდა მე ხლა მინდა გკითხოთ თქვენ, საღად მოაზროვნე ქართველებს, აბა გამოიცანით, რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს, ლებედს მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში 9 აპრილის შემდეგ?! შეიძლება ეშმაკი ეწოდოს, ხომ?! რა ქვია იმ ადამიანს, ვინც შეაჩერა საქართველოს ეკონომიკური ზრდა, - ჩემ დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 400%-ით, ივანიშვილის დროს 0%-ით, ერთიან ეროვნულ პროდუქტს ვგულისხმობ. შემთხვევით, ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში?!“
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)