|
2019-04-08 13:28:19, 1976 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - თუ პოროშენკოს ნამდვილად სურს შეცვლა, პირველ რიგში უკრაინის მოქალაქეობა უნდა დამიბრუნოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მისამართით ვიდეო მიმართვას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, თუ პოროშენკოს ნამდვილად სურს შეცვლა და სამართლიანობის აღდგენა, ეს იმით უნდა დაიწყოს, რომ მას [სააკაშვილს] უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს. „თქვენ ამბობთ, რომ შეიცვალეთ, ეს იგივეა როგორც, მგელი გახდეს ვეგეტარიანელი. გინდათ კანონის დაცვით იცხოვროთ. მარტივი ტესტი მაქვს - ეს თუ მართლა ასეა, შესანიშნავად გახსოვთ, თითქმის ორი წლის წინ, მაშინ როცა ქვეყანაში არ ვიყავი, გამოიყენეთ შესაძლებლობა და მოქალაქეობა ჩამომარტვით. ეს იმ დროს, როცა აშშ-ში წავედი - ამერიკაში კონგრესზე უკრაინის ინტერესების ლობირებისთვის. ეს ყველაფერი გააკეთეთ კანონის დარღვევით. უკრაინული კანონის მიხედვით მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ შეიძლება ჩამოერთვას მოქალაქეობა. საქმის მსვლელობა თქვენი ადმინისტრაციის ზეწოლით ამ დრომდე ფერხდება. სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას, რადგან არ უნდათ მივმართო სტრანსბურგის სასამართლოში, რადგან სტრანსბურგის სასამართლო მაშინვე დამიბრუნებს მოქალაქეობას. სამართლიანობის აღდგენა შესაძლებელია, თუ არ გეშინიათ, თუ ნამდვილად ხართ ასეთი მამაცი, თუ ნამდვილად გადაწყვიტეთ შეცვლა, ამის შესაძლებლობა გაქვთ - დამიბრუნეთ ჩემი უკრაუნული პასპორტი და შემომიშვით უკრაინაში. მოიქცეთ როგორც სამართლის გარანტი, მოიქცეთ ადამიანურად და კაცურად. მე არ გიწესებთ 24 საათს, მაგრამ საკმაო დროა საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ასე რომ ველოდები თქვენს გადაწყვეტილებას. ასევე მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ თქვენ გიჭერენ მხარს, თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ზურგში დანა ჩამარტყეს და არაკანონიერად მომექცნენ, ამაში მაინც ხომ არავის ეპარება ეჭვი. ვნახოთ თქვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ნამდვილად შეიცვლება თუ არა, ყველაფერი შესაძლებელია, კიევში შეხვედრამდე“, - ამბობს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 2017 წლის ივლისში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)