|
2019-04-05 16:42:10, 1245 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშაში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში მოისმინა. შეხვედრას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფო წელსაც მასშტაბურ ღონისძიებებს განახორციელებს, გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. „წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით გარდამტეხი უნდა იყოს. შარშან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან გვქონდა 150-მდე ერთეული ტექნიკა; წელს დონორების დახმარებით, მათი რაოდენობა 250-ია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საკმარისი გამოცდილებაც დაგვიგროვდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს განსაკუთრებული გამოწვევა თხილის კულტურის გადარჩენა იყო. ფაროსანას გარდა აღნიშნულ კულტურაში სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც არის ჩასატარებელი. „იმისთვის, რომ ჩვენ თხილის ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებების გეგმა გვაქვს. მეთხილე ფერმერებს დავეხმარებით, როგორც შეწამვლის აპარატებით, ისე სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. წლევანდელ წელს მავნებელთან ბრძოლის კუთხით გარდამტეხს უწოდებს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაც. „წლევანდელი წელი ნამდვილად იქნება გარდამტეხი, რადგან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლამ მიიღო უპრეცედენტო მასშტაბი. ეს გამოიხატება როგორც სპეციალისტების, ისე ტექნიკის მობილიზებაში. თხილის ხელშეწყობის ნაწილში აქტიური ღონისძიებები ხორციელდება ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. თავისთავად ცხადია, ეს პროცესები უნდა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ. მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მავნებლის იდენტიფიცირების მიზნით მონიტორინგს ახორციელებენ. შეწამვლითი სამუშაოები, მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება.
(NS)
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)