21:16 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 11:45:54, 1237 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩა N2, პეტრიწის ქუჩა N27ა და პეტრიწის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი, ჯამში, 4 500 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური, თავდადებულის N2-ის მიმდებარედ კი, საფეხმავლო ბილიკი მოწესრიგდა.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„დიდ დიღომში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. თავდადებულისა და პეტრიწის ქუჩებზე მცხოვრები 318 ოჯახი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

დიდი დიღომში, ასევე, პეტრიწის ქუჩა N2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაც წესრიგდება, სადაც ასფალტის საფარის დასაგებად, გზის საფუძველი მზადდება.

სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics