|
2019-04-04 18:05:33, 1837 ნახვა
საზოგადოება
თურნავა: მოხდება ისეთი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებაც, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა ბუნებრივი აირი
2019 – 2021 წლებში საქართველოს კიდევ 217 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 209 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომლის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ პრესკონფერენცია გამართა. „გაზიფიცირების გეგმა, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი - მათ შორის არის მაღალმთიანი აჭარა, მაღალმთიანი გურია და სამეგრელოს ისეთი მუნიციპალიტეტები, როგორიცაა ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ა.შ. რაც შეეხება იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ გეგმაში, განსაკუთრებით ისეთ მაღალმთიანი დასახლებები, სადაც ძალიან რთული რელიეფია და ფიზიკურად ვერ შეგვყავს მილი, მათთვის მუშავდება ალტერნატიული გეგმა ან ამ სოფლების გაზით უზრუნველყოფა მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით მოხდება" - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით, 1,2 მილიონზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტია. „ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. თურნავას განმარტებით, გაზიფიცირება, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, არა მხოლოდ გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, ასევე შეამცირებს ხე-ტყის ჭრას გათბობის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ გაზიფიცირება განხორციელდება ისეთ დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს. გარდა ამისა, გაზიფიცირების პროექტი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს რეგიონებში. 2019 – 2021 წლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებისთვის, ძირითადად, იმ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირები დასაქმდებიან. შედეგად, სამშენებლო სამუშაოების მსვლელობისას, ამ მუნიციპალიტეტებში დასაქმების მაჩვენებელი გაიზრდება. გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. შედეგად, სამუშაოები დაიგეგმება რეგიონების სივრცითი მოწყობის წესების დაცვით და სამომავლო განვითარების გათვალისწინებით.
(NS)
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)