|
2019-04-04 16:27:35, 1573 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია - სამხედრო მფრინავს არათუ თავდაცვის სამინსიტროს, არამედ პარლამენტის კარიც მიუჯახუნეს
“ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია თავდაცვის მინისტრს სამხედრო მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. დეპუტატის თქმით, "ქვლივიძეს არათუ თავდაცვის სამინსიტროს, არამედ პარლამენტის კარიც მიუჯახუნეს". "ამბობთ, რომ მილიონები უნდა დახარჯოთ შვეულმფრენების მოდერნიზებაში, აგერ გყავთ მფრინავი და გარდა იმისა, რომ გადინებაა, როგორ აპირებთ, რომ ათეულობით ადამიანი ამ მოდერნიზებას მოემსახუროს. ვის ატყუებთ? თუ კარგავთ ადამიანებს, ვინც შვეულმფრენები უნდა ატაროს სად ხარჯავთ ამ მილიონებს. ახლა, ამ შენობაში ეკა ქვლივიძე იმყოფება, რომელიც ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს საამაყო სიმბოლო. ისეთი ადამიანია, ყველა ფეხზე უნდა ვიდგეთ და ტაშს ვუკრავდეთ. ეს ადამიანი ახლა დგას პარლამენტის მიერ მიჯახუნებული კარის მიღმა. სამხედრო მფრინავს არათუ თავდაცვის სამინსიტროს, არამედ პარლამენტის კარიც მიუჯახუნეთ. ვაი და ჩვენს თავდაცვის მინისტრს არ ესიამოვნოს მისი სახის დანახვა, ან უბრალოდ მოსმენა“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)