|
2019-04-03 19:19:05, 2026 ნახვა
სამართალი
ბათუმის მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა
ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა რამდენიმე პატიმარმა პროტესტის ნიშნად, მავთულით თვითდაზიანებები მიიყენა. ტელეკომპანიის „აჭარის ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ინფორმაციით, პატიმრებმა 67 ადრესატთან - პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, მინისტრებთან, ძალოვან უწყებებსა და პარლამენტარებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივი წერილი გაგზავნეს. 18 მარტს გაგზავნილ წერილში, პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე ვითარებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ. წერილში ასევე აღწერილია თუ როგორ პირობებში უწევთ მათ სასჯელის მოხდა. კონკრეტულად კი, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე, სასმელი წყლის, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე მიუთითებენ. ამასთან, პატიმრები ირწმუნებიან, რომ ციხის უფროსისა და მოადგილის დავალებით ვიზიტებზე ექიმები განზრახ არ მიჰყავთ და ამაში მთავარი ექიმიც მონაწილეობს. „კანდელაკი (#3 საპყრობილის ხელმძღვანელი) ამგვარი მეთოდებით ცნობილია ყველასთვის... მისი დავალებით ძალადობენ, ყველა გზით ცდილობენ მდგომარეობიდან გამოგვიყვანონ და სასჯელი დაგვიმატონ. გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრებს, ოჯახის წევრებთან პაემნებს და პირად მიმოწერებს. ასევე, უკანონოდ გვათავსებენ ''ვანდალურ'' საკნებსა და კარცერებში, სადაც განზრახ მივყავართ უმძიმეს მდგომარეობამდე. ამჟამადაც ვიმყოფებით საწამებელ საკანში... ვიკვებებით პირდაპირ პოლზე, არცერთ საკანში არ იღება ფანჯარა და არის ღია საპირფარეშო. როცა ღამით წყალს გვითიშავენ გაუსაძლისი მდგომარეობაა. მერე შემოდიან გვართმევენ კალმებს, რომ არ დავწეროთ საჩივარი. ვითხოვთ პატივისა და ღირსების შეულახავად ვისარგებლოთ ტუალეტით, ისე რომ კამერა არ გვიყურებდეს, რასაც კანონის 26 მუხლი ითვალისწინებს. საკნებში, ერთი და იგივე დროს, ღამის სამი საათიდან დილით 07:30-მდე წყალს გვითიშავენ. ამ პერიოდში ჩვენ განვიცდით მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. უწყლობისას მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება და ვიმყოფებით უმძიმეს მდგომარეობაში. ვერ ვიკმაყოფილებთ წყურვილს, რაც ჯანმრთელობის მოსპობას, განადგურებას, ფიზიკურ წამებასა და ტანჯვას იწვევს''. ბრალდებულებისა და მსჯავრდებულები წერენ, რომ ღამის საათებში, ისევე როგორც წყალი, სავენტილაციო სისტემა ითიშება. მსჯავრდებულები წყლის მიწოდების, ვენტილაციის და არასათანადო სამედიცინო მომსახურების პრობლემებს აპროტესტებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ N3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დაწესებულებებში მსჯავრდებულ/ბრალდებულებს მუდმივად მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. წყლის პრობლემა კი არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N 3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება. რაც შეეხება ვენტილაციას, უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში“, - აღნიშნულია სასჯელარსრულების დეპარტამენტის გავრცელებულ წერილში.
წერილს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)