|
2019-04-01 14:52:27, 1616 ნახვა
სამართალი
ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 29 ივნისს, ღამის საათებში, ქ.ხაშურში, გ.ლ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზ.ხ-ს მუცლის არეში, ხოლო ო.თ.-ს გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად ზ.ხ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ო.თ.-ს გადარჩენა მოხერხდა. "სამართალდამცველებმა გ.ლ. 2018 წლის 30 ივნისს, ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ გ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)