|
2019-04-01 10:03:37, 1383 ნახვა
სამართალი
გახარია სისხლის სამართლის პოლიტიკაზე - გამკაცრება არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია ეფექტურობა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარია, სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებებზე ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა, აპირებს თუ არა ის ჰუმანური პოლიტიკის შეცვლას, რაზეც გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დანაშაულის რამდენიმე მიმართულებით საჭიროა პოლიტიკის კორექტირება და მზადაა ამ საკითხზე ყველა მხარესთან ისაუბროს, თუმცა დანაშაულთან ბრძოლას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებების დაცვა არ იქნება შესაბამისი სტანდარტის. “ქვეყანაში არსებობს დანაშაულის რამდენიმე წყარო, ორგანიზებული დანაშაული, ეს არის კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც დღესაც ჩვენთვის გამოწვევაა და დანაშაული რომელიც მოტივირებულია ნარკოდამოკიდებულებით და სხვა სოციალურად მოტივირებული დანაშაულით. ეს ის განზომილებებია სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ჩენ გვჭირდება სისხლის სამართლის პოლიტიკის გარკვეული კორექტირება. ეს არის ის გზავნილი რომელსაც დღეს ჩვენ პირველად ვაჟღერებთ და ვამბობთ, რომ ის სტატისტიკური მონაცემები რომლებიც ჩვენ გვაქვს ამ ერთი წლის განმავლობაში, გვაძლევს საშუალებას დავსხდეთ და ღრმა ანალიზის საფუძველზე დავიწყოთ მსჯელობა, ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციასთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გამკაცრება როგორც ასეთი, არ არის თვითმიზანი - ჩვენთვის მზიანია ეფექტურობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც შეიცვალა და უნდა შეცვლილიყო, რა თქმა უნდა სწორედ შეიცვალა. ჰუმანურობა არის მისასალმებელი და ჩვენ ამ გზას უნდა დავაგდეთ. არანაირ წარმატებას დანაშაულთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვა არ შევინარჩუნეთ შესაბამის სტანდარტზე. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტურობის ნაწილში, ისეთ გამოვლენილ დანაშაულთან როგორიც არის ქურდობა, ოჯახური ძალადობა, კრიმინალური მენტალიტეტი -სადაც ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები შევთავაზეთ პარლამენტს, ზოგი უკვე მივიღეთ ზოგის განხორციელების პროცესში ვართ -ეს არის უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული სურათი და გზავნილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალების დონეზე ხედავს, სწორად აფასებს სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ვახორციელებთ იმისთვის, რომ ის რისკები ,რომლებიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აქვს, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ეს მსუბუქი, წვრილმანი დანაშაულია თუ რამე სხვა სახის, ჩვენთვის ეს არის პრობლემა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების პრობლემა და ის აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)