|
2019-03-29 16:42:57, 1732 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - არასწორია ხელისუფლების დამოკიდებულება, როცა ყველა კრიტიკულ შენიშვნას არასამთავრობოებს აწერენ
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, როგორც ჩანს მართლაც არის სერიოზული პრობლემა ფულის გათეთრება, ნარკოვაჭრობა და აქედან მიღებული თანხების ლეგალიზება“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. რაც შეეხება მმართველი გუნდის მხრიდან ანგარითან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს, კაპანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, კრიტიკა სხვას გადააბრალოს. „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, როგორც ჩანს მართლაც არის სერიოზული პრობლემა ფულის გათეთრება, ნარკოვაჭრობა, თუ აქედან მიღებული თანხების ლეგალიზება. ბუნებრივია, ქვეყანაში ამას ნოყიერი ნიადაგი აქვს. ერთის მხრივ ეს არის გაზრდილი კრიმინალი, რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს უშვრება და მეორე მხრივ, ეს ზოგადად, არაფორმალური, კლანური მმართველობა და კონკრეტული ადამიანების ინტერესები სხვადასხვა ფინანსურ სექტორებში. არასწორია ხელისუფლების დამოკიდებულება, როცა ყველა კრიტიკულ შენიშვნას, იქნება ეს მოხსენებაში, რეზოლუციაში თუ სხვაგან, აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას. ეს არასწორია, არაჯანსაღია და ჯამში არის რაღაც სარკის დამტვრევის მცდელობა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიშში გამოაქვეყნა. ანგარიშში მსოფლიოს 70 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შექმნილი ვითარებაა მიმოხილული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასული წლის ივლისში საქართველომ სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანის კულტივაციისა ლეგალიზება და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა. ასევე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში სინთეტიკური ნარკოტიკი კვლავ ყველაზე პოპულარულია. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უკანონო შემოსავლის ძირითადი ნაწილი საბანკო თაღლითობას და კიბერდანაშაულს უკავშირდება.
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)