|
2019-03-27 20:57:46, 1628 ნახვა
კომენტარი
ბესელია - კოლექტიური ტერორისტების, მათ შორის მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეების კომენტარები ამაზრზენია
კოლექტიური ტერორისტების, მათიკაშვილ-ოხანაშვილ -კილაძეების კომენტარები ისეთი ამაზრზენია, განცდა გრჩება, ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან“, - ამის შესახებ დეპუტატი ეკა ბესელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ბესელია აცხადებს, ადამიანებს დაუცველობის განცდა უჩნდებათ, როდესაც ხედავენ, რომ პირადი სივრცის ხელყოფა ბევრჯერ განხორციელდა და ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის დასჯილი. „მორალური ზღვარი გადის ყველგან... ეს ზღვარი თუ წაიშალა წალეკავს ყველაფერს... ამიტომაც ყველგან დასაცავია!!! სხვაგვარად აიზილება ტყუილ -მართალი, კეთილი და ბოროტი... არ შემიძლია არ დავწერო მოკლედ ის, რაც ასევე მორალური ტერორის ნაწილია. დაუცველობის განცდა უჩდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი .... მაგრამ მაშინვე ჩდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ -კილაძეები .. (ყველას გვარს რა ჩამოთვლის...კოლექტიური ტერორისტები) მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან....უხარიათ...ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასეთ დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმისგან.... მედიას მინდა ვთხოვო ისევ, მათ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე: ნუ შეუწყობთ ირიბად და უნებლიედაც კი- განმეორებით ვიქტიმიზაციას ხელს და ნუ მისცემთ საშუალებას მორალურ ტერორისტებს საჯაროდ განახორციელონ ეს ბოროტება... კითხვა დაუსვით კილაძეს როცა დახურულ მასალებს ასაჯაროებს ღია ეთერში , საიდან უნდა ქონდეს მოწმეს ეს მასალები ნანახი, როცა ამის უფლება არა აქვს კანონით და რატომ არ რეაგირებს საგამოძიებო უწყება როდესაც საჯაროვდება დახურული მასალები? აღარაფერს ვამბობ ამ სიცრუის და ცილსიწამების დასურულებელ სერიალზე რაც მოედინება...არ ვთვლი პასუხის ღირსად მათ ვისაც არა აქვთ ღირსება!!! დაე საზოგადოებამ განსაჯოს, დაინახოს, გააცნობიეროს რა ხდება და სახელი დაარქვას! მე მინდა გაჩვენოთ, რომ ქალის დამარცხება ამ მეთოდებით შეუძლებელია- როცა ის იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის ! მე მინდა დაიჯეროთ რომ შეუძლებელია გატეხო ქალი, როცა ის იბრძვის სხვათა დასაცავად და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის !!! მე ვეცდები ეს საკუთარი მაგალითით დაინახოთ და დაიჯეროთ !!! იოლია?- არა! არაა იოლი , მაგრამ შესაძლებელია .... !!! ადამიანის ღირსება მის არჩევანშია! მე ბევრი წლის წინ გავაკეთე ეს არჩევანი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ! მჯერა რომ მარტო არა ვარ და ბევრნი ვართ!!!", - წერს ბესელია.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)