22:16 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 14:12:09, 1473 ნახვა

კომენტარი
კილაძე: კიბერდანაშაული მთელს მსოფლიოში რთულად გამოსაძიებელია, ამიტომ ე.წ. დამკვეთებამდე გასვლა დროში გაიწელა

„კიბერდანაშაული ზოგადად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში არის რთულად გამოსაძიებელი საქმე“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე სოფო კილაძე ინტერნეტსივრცეში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მორიგ გავრცელებას.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ამ საქმის გამოძიებაში უცხოელი სპეციალესტებიც ჩაერთვებიან.

„კიბერდანაშაული ზოგადად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში არის რთულად გამოსაძიებელი საქმე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ამიტომ გაიწელა დროში ე.წ. დამკვეთებამდე გასვლა. ძალიან რთულად გამოსაძიებელია. ასეთი ტიპის საკითხებთან თეორიის დონეზე  მეც მქონია შეხება  და ეს არის ურთულესი საკითხია. კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩაერთვებიან“, - განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში ისევ გავრცელდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მოზარდია დაკავებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics