|
2019-03-27 12:02:41, 1259 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება
თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის სტრუქტურებში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს კიდევ ერთხელ სთხოვა, კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ. დედაქალაქის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საბურთალოს გამგეობის თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაცდომების წინააღმდეგ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები გატარდება. „რამდენიმე დღის წინ საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. წელს, როდესაც ვიწყებდით მუშაობას, პირველივე მთავრობის სხდომაზე პირადად გავამახვილე ყურადღება და ყველა იქნა გაფრთხილებული, რომ კორუფციის წინააღმდეგ, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინათ. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ კორუფციას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი საქმეები. გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება. ყველას მოგიწოდებთ, რომ თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააფრთხილოთ და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა მსგავსი ფაქტები არ მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კანონდარღვევის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტის მთავრობას ყოველთვის კატეგორიული მიდგომა ექნება. „ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და თბილისელებს. ამიტომ, ძალიან დიდი პასუხიმგებლობა გვაქვს აღებული. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, უჭირს, დახმარება სჭირდება, მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ. უამრავ ადამიანს ვეხმარებით და ჩვენს თანამშრომლებსაც, ვისაც უჭირს, პრობლემები აქვს, ხელშეწყობა და თანადგომა ექნება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კანონის გადახვევით და ქრთამის აღების გზით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ, ყოველთვის ძალიან პრინციპული ვიქნებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)