|
2026-10-12 12:51:39, 649 ნახვა
პოლიტიკა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
პირველ რიგში, საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ. ვნახე, რომ ევროკავშირის არაერთი სხვა წარმომადგენელიც ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პოზიციას აფიქსირებს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული ოჯახი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის გადასვლას უფრო ძლიერ, მდგრად დემოკრატიაზე. „ვიტყოდი, რომ ეს დადებითი ნიშანია“, – აღნიშნა ოანა ცოიუმ. ამასთან, რაც შეეხება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურას, როგორც ოანა ცოიუმ განაცხადა, რუმინეთი რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, კავშირების გაძლიერების საკითხზე მსჯელობს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ. დიალოგს რაც შეეხება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ ვეთანხმები თქვენს შეფასებას, თითქოს ევროკავშირი დიალოგს ბოიკოტს უცხადებს. ევროკავშირი ყოველთვის მზად არის, გააგრძელოს დიალოგი იმ ქვეყნებისა და მთავრობების წარმომადგენლებთან, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის, იცავენ საკუთარ დემოკრატიას და მზად არიან, ოპოზიციას პირდაპირ საარჩევნო უბნებზე შეეჯიბრონ და არა სხვა მექანიზმების გამოყენებით“, – განაცხადა ოანა ცოიუმ.
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)