15:19 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 12:00:09, 1164 ნახვა

საზოგადოება
სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

დილის 08:30 საათიდან სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს. სოციალური მუშაკების ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციას საპროტესტო აქციაც გამართეს. 

გაფიცულები სამუშაო პირობებს გაუმჯობესებას ითხოვენ. სოციალური მუშაკების განცხადებით, პრობლემას არასათანადო სერვისები, დაბალი ხელფასი და შტატების სიმცირე წარმოადგენს. სულ მათ 22 მოთხოვნა აქვთ, თუმცა სოციალური მუშაკების თქმით, გაფიცვას იმ შემთხვევაში შეწყვეტენ თუ მოთხოვნათა ნაწილი დაკმაყოფილდება. 

„შეუძლებელია,რომ ხარისხიან სერვისზე ვისაუბროთ. ზოგიერთ შემთხვევაში უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი, რაც სოცმუშაკს აკისრია რიგ შემთხვევებში, თუმცა დამსაქმებელს არ აინტერესებს, რომ აღნიშნული პრობლემები აღმოფხვრას“, - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული. 

აღსანიშნავია, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. გაფიცულთა აქცია ბათუმსა და ქუთაისში უკვე დაიწყო. სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას შემდეგი ორგანიზაციები უცხადებენ: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW); სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics