|
2019-03-23 16:26:33, 1901 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. ციხელაშვილის თქმით, როცა საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის უფლებების დარღვევას აგრძელებს რთულია შედეგიანობის გაზომვა, მაგრამ მინისტრი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მსგავსი ინსტრუმენტების მუდმივი გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ერთი მხრივ, იყოს რეგულარულად ინფორმირებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მეორე მხრივ, ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ამოქმედდეს ვიდრე დეოკუპაციამდე ადგილზე საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტები. ძალიან რთულია, გაზომო შედეგიანობა ამ რეზოლუციების იმ პირობებში, როდესაც რეალურად საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევას. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ ინსტრუმენტების მუდმივი, რეგულარული გამოყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ; „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - ამ სახელწოდების რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო, სადაც საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)