02:26 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 11:25:37, 1892 ნახვა

რეგიონი
ბოლნისში ხრამი-დებედას აუზის მართვის გეგმის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისში ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა - პლუს (EUWI+) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EaP)“  ფარგლებში ხრამი-დებედას მდინარის აუზის მართვის გეგმის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა  დაინტერესებულ მხარეებსა და ექსპერტებს შორის. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც ხრამი-დებედას აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და  წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების შესახებ.

ასევე ღონსიძიების ფარგლებში ბოლნისის სკოლის მოსწავლეებს  ევროკავშირის ექსპერტმა პრაქტიკული ინტერაქტიული სემინარი ჩაუტარა მდინარეში ჩაყრილი ნარჩენებისა და ეკოსისტემებზე მათი გავლენის შესახებ.

წყლის   საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოდაგოების ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსებისა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის მნიშვნელობის შესახებ,  საზოგადოების ინფორმირებას თუ როგორ შეიძლება წყლის დაზოგვა და სუფთა წყლის დალევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის" (EUWI+) უერთდება წყლის  საერთაშორისო დღის  აღნიშვნას საქართველოში, სადაც სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან და მდგრადი განვითარების პრინციპებთან.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია ჯავახიშვილი,  წყლის რესურსების მართვის სამსახურის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვტი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics