|
2019-03-21 16:16:42, 1579 ნახვა
კომენტარი
კახიანი: რეგლამენტის თანახმად, პრემიერი უპასუხებს იმ კონკრეტულ კითხვას, რომელიც მისთვის ინტერპელაციის გზით იყო დასმული
"პირველი შემთხვევაა, როდესაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და ისაუბრებს ინტერპელაციის გზით დასმულ კითხვაზე" - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ინტერპელაციის ავტორი არის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა " და კითხვა ეხება ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას. „პროცედურა არის შემდეგი : თავდაპირველად კითხვის ავტორი წარდგება პარლამენტის წინაშე ათ წუთიანი გამოსვლით და განმარტავს კითხვის არსს, თუ რატომ დაისვა კითხვა, წარმოაჩენს მის ხედვას კრიმინოგენულ ვითარებაზე. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და უპასუხებს იმ კონკრეტულ კითხვას , რომელიც მისთვის ინტერპელაციის გზით იყო დასმული. ინტერპელაციის მექანიზმი , განსხვავებით სხვა პროცედურებისგან არ ითვალისწინებს იმ წესს, როდესაც პარლამენტის ყველა წევრს შეუძლია კითხვა დაუსვან მთავრობის წარმომადგენელს . ინტერპელაცია ითვალისწინებს მხოლოდ იმას,რომ მხოლოდ კითხვის ავტორს ექნება შესაძლებლობა პრემიერის გამოსვლის შემდგომ სამი წუთის განმავლობაში დააზუსტოს მისივე კითხვა,რომელი კითხვაც ინტერპელაციით ჰქონდა დასმული. ამის შემდეგ, ბუნებრივია, დამაზუსტებელ კითხვას,რომელიც შეიძლება არსებობდეს ამ პროცედურის განმავლობაში ,გასცემს პასუხს და უკვე ამის შემდეგ დაიწყება პოლიტიკური დებატები . თუმცა დებატებამდე შესაძლებელია გამოცხადდეს შესვენება. დებატები წარიმართება შემდეგი წესით : თავდაპირველად პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ექნებათ 5 წუთიანი გამოსვლების შესაძლებლობა. ამის შემდეგ, ,შემდგომ 15 წუთი მიეცემათ ფრაქციებს, შემდეგ კი 45 წუთი უმრავლესობას. მას შემდეგ ,რაც დებატების პროცესი დასრულდება, პრემიერ-მინისტრს ეძლევა შესაძლებლობა პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართოს" - განმარტავს გიორგი კახიანი.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)