14:26 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 15:45:52, 1127 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონში მარნეულის გზატკეცილის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. 

თბილისის  მერის თქმით, დედაქალაქს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და სრულად მოწესრიგებული გზის მონაკვეთი შეემატა.  

„ფონიჭალაში, თბილისი-მარნეულის დამაკავშირებელი ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დღეს აღნიშნული ტერიტორია უკვე მთლიანად არის მოწესრიგებული. სამუშაოების ფარგლებში,ასევე, დაირგო ხე-მცენარეები. ამ ეტაპზე, საგზაო მონიშვნების დახაზვაა დარჩენილი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება და რეაბილიტაცია მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

სამუშაოების ფარგლებში, ათიმეტრი სიგანისექვსკილომეტრიან გზატკეცილზე გზის საფუძველი გამოიცვალა და ასფალტის საფარიდაიგო. ასევე, მოეწყო გვერდულები. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, სავალ ნაწილებს შორის ბეტონის ბორდიურით გამყოფი გაზონი და კიუვეტებიმოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიები - „ენ სი სი“ და „ჯი არ ჯი“ აწარმოებდნენ.პროექტის განსახორციელებლად,დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 084 676 ლარი დაიხარჯა.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე,კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარიაიმყოფებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics